თეოდორ დრაიზერი – „ეპიზოდი”
სახელოვანი ამერიკელი მწერალი - თეოდორ დრაიზერი (1871-1945 წლები), გერმანელი ემიგრანტი მამის – იოჰან პაულ დრაიზერისაგან განსხვავებით, ვინაც ვერასდროს ისწავლა გამართულად ინგლისურ ენაზე მეტყველება, შესანიშნავად ფლობდა ინგლიურ ენას. (ავტორი გენია.ჯი) იგი იმ ჭეშმარიტ ამერიკელად აღიზარდა, რომლის შემოქმედებაში არსად ჩანს მისი გერმანული წარმომავლობის მცირეოდენი კვალიც კი. მიუხედავად თავისი გერმანული წარმომავლობისა, სკანდალურად ცნობილი ლიტერატურული ქმნილების – „დაიკო კერი”-ს ავტორი მაინც კომუნიზმის მოტრფიალე პერსონას წარმოადგენდა. დრაიზერის პოლიტიკური ხედვები იმდენად მოსწონდა საბჭოთა ხელისუფლებას, რომ მის მიმართ „წითელ იმპერიაში” ყოველთვის ქებათა-ქებას აღავლენდნენ. „არასახარბიელო ამერიკული რეალობა განმიმტკიცებს რწმენას ნათელი საბჭოთა მომავლის მიმართო”, – არც მალავდა იგი.
შედეგად, თეოდორი 1927 წელს საბჭოთა კავშირში იქნა მიწვეული, სადაც მან საერთო ჯამში, – 77 დღე დაჰყო. მაშინ დრაიზერი თბილისსაც სტუმრობდა რამდენიმე ხნით. – (ავტორი გენია.ჯი)