„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„განათლება მარტო მაშინ არის კარგი და მხოლოდ იმისთანა განათლება არის კარგი, რომელიც კაცს ყოველის მხრით აღამაღლებს და გააკეთილშობილებს…” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც არ ცდილობს, თანდათან უმჯობესი შეიქნეს სულიერად, იგი უეჭველად თანდათან უარესი გახდება”.

* * *

„განვლილი წლების გაცნობიერებას დრო და მანძილი სჭირდება”.

* * *

„ბევრმა არ იცის, რომ არსება სიკეთისა გრძელია”.

* * *

„გაუმჟღავნებელ სიკეთეს ასკეცად მეტი მადლი აქვს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოღვაწეობის სიძნელე თუ სიადვილე თვით ადამიანზეა დამოკიდებული”.

* * *

„შემცდარი ხარ, თუ ფიქრობ, რომ ღმერთს მხოლოდ კაცი უყვარს და სხვა ქმნილებათა თვისთა კი არ მიხედავს”.

* * *

„ნეტავი ღმერთს ვევედრებოდეთ ისე გულმოდგინედ, როგორც ვეხვეწებით ზოგჯერ კაცს…”

* * *

„ხშირად, უმოქმედო მშვიდობა უბრძოლველად დამარცხებას უდრის”.

* * *

„ღმერთო დანერგე ჩვენს გულში შიში და მოძაგება ცოდვისა და სიყვარული სათნოებისა. ამინ…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება