ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – „ეპიზოდი”
გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756-1791 წლები) იმთავითვე აღმერთებდა მამას – ლეოპოლდ მოცარტს. „ღმერთის შემდეგ ჩემთვის პირველიაო”, – ამბობდა კიდეც იგი. (ავტორი გენია.ჯი) მამისაგან განსხვავებით, აუგსბურგში მცხოვრები ბებია (ლეოპოლდის დედა) – ანა-მარია (სამწუხაროდ, მისი პორტრეტი შემორჩენილი არ არის), საერთოდ არ სწყალობდა მას. სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილ მოცარტის მრავალირცხოვან ბიოგრაფიებში არსად არ არის აღწერილი ერთი შემთხვევაც კი იმისა, როდესაც ბებიას თავისი პატარა შვილიშვილი თავისთან მიეწვიოს… ტკბილეუილი მიეწოდებინოს… ბავშვობის ჟამს მისთვის ზღაპრები მოეყოლოს…
არ სწყალობდაო, ზემოთ რომ ვახსენეთ, რბილი გამონათქვამია. ანა-მარიას არ უყვარდა თავისი ყველაზე „მთავარი” შვილიშვილი.
მაშინ, როდესაც მთელი ევროპა დიდი მოწიწებით უყრიდა მუხლს მის პატარა შვილიშვილს, იმ შვილიშვილს, რომლის კალთაში ჩასმა ბავშვობის ჟამს ასე უყვარდა თვით საღვთო რომის იმპერატრიცა – მარია ტერეზიას , ამ უგულო ქალს ამადეუსის არც ნახვა სურდა და არც მისი მუსიკის გაგონება. იგი ისე აღესრულა, რომ არც უნახავს… და არც მოუსმენია არასოდეს.
შვილიშვილთან ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება ერთი მნიშვნელოვანი გარემოებით იყო გამოწვეული. თავის დროზე ანა-მარია კატეგორიული წინააღმდეგი იყო მის ვაჟს – ლეოპოლდს მოცარტის დედაზე, ღარიბი ოჯახის ქალიშვილზე – ანა-მარია მოცარტზე ექორწინა. ვაჟმა დედის თხოვნა არ გაითვალისწინა და მისი ნების საწინააღმდეგოდ მასზე მაინც იქორწინა. ვოლფგანგის ბებია ისე ძლიერ გაანაწყენა და გააბოროტა ლეოპოლდის საქციელმა, რომ მან საკუთარი ვაჟი მემკვიდრეობის გარეც კი დატოვა.
იმ მომენტიდან ანა-მარიამ ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა ვაჟთან. ისინი ერთმანეთს პრაქტიკულად აღარ ეხმიანებოდნენ. მას არც შვილიშვილების დაბადებაზე მოუხდენია რაიმე სახის რეაგირება. ქალს მათი სახელების გაგონებაც კი არ სურდა.
1763 წელს ლეოპოლდი ოჯახთან ერთად ესტუმრა აუგსბურგს გასტროლების ფარგლებში. ქალაქს, სადაც დედამისი ცხოვრობდა. ვუნდერკინდი მუსიკოსის სტუმრობამ აუგსბურგში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აღნიშნული ინფორმაცია ანა-მარიასათვისაც გახდა ცნობილი, თუმცა მას სასტუმროში ოჯახითურთ დაბინავებული ვაჟი ერთხელაც არ მოუნახულებია. იგი თავისი პატარა შვილიშვილის კონცერტსაც არ დასწრებია არც ერთხელ. ის კი არადა, ამადეუსის ბებიამ სხვა ნათესავებსაც მკაცრად აუკრძალა მათი მონახულება.
ანა-მარია იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მოცარტი 10 წლის ასაკში იმყოფებოდა. მისი სიკვდილის შემდგომ ლეოპოლდის ოჯახმა აუგსბურგში მაცხოვრებელ ნათესავებთან ურთიერთობა აღადგინა. – (ავტორი გენია.ჯი)
ლეოპოლდ მოცარტი