კალიგულა – „ეპიზოდი”
რომის ამორალური და ოდიოზი იმპერატორი - კალიგულა (12-41 წლები), ვინაც პირველ სადღეგრძელოს თავის საყვარელ ცხენს „ინციტატუსს” უძღვნიდა ყოველთვის, ხშირად ირთობდა თავს უჩვეულო სანახაობებით. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ერთხელ პოსეიდონთან მეომარმა ექსტრავაგანტულმა იმპერატორმა, ფრანგულ ქალაქ ლუგდუნში (თანამედროვე ლიონი) რიტორთა შეჯიბრი მოაწყო. დიდი ძველრომაელი ისტორიკოსის – სვეტონიუსის გადმოცემით, აღნიშნულ შეჯიბრში დამარცხებულებს გამარჯვებულებისათვის არა მარტო განსაზღვრული თანხა უნდა გადაეხადათ, მათ საპატივცემულოდ ჰიმნებიც უნდა შეეთხზათ. შეჯიბრის ყველაზე სუსტი მონაწილეები კი ვალდებულები იყვნენ საკუთარი ჩანაწერები, რომლითაც ისინი შეჯიბრის მიმდინარეობისას ხელმძღვანელობდნენ, დამსწრე საზოგადოების წინაშე საკუთარი ენის გამოყენებით წაეშალათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გამათრახებით ან უხალოეს მდინარეში გადაგდებით ისჯებოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)