ალექს სტეპნი – „ეპიზოდი”
„წითელ ეშმაკებად” წოდებული ლეგენდარული ინგლისური საფეხბურთო კლუბის – „მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელმა გოლკიპერმა 1966-1979 წლებში – ალექს სტეპნიმ, გარდა სპორტული მიღწევებისა, ერთი მეტად საინტერესო გარემოების გამო მიიპყრო გენია.ჯი-ს ყურადღება. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ, ფეხბურთელისთვის არამახახასიათებელ გარემოში მიღებული ტრამვის გამო. ეს უცნაური ტრამვა სტეპნიმ 1975 წელს მიიღო „ბირმინჰემთან” მატჩის მიმდინარეობისას.
მანჩესტერ იუნაიტედში 400-ზე მეტი მატჩის ჩამტარებელი გოლკიპერი ძალიან ემოციური ადამიანი გახლდათ. თამაშში ჩართული ალექსი ყოველთვის ზეემოციურად განიცდიდა მოედანზე მიმდინარე მოვლენებს, რასაც ადგილზე ავლენდა კიდეც დროდადრო. ასეთივე ღრმად იყო მაშინაც იგი „ბირმინჰემთან” მატჩის დროს თამაშში ჩართული. მანჩესტერის კართან შექმნილი ერთ-ერთი სახიფათო მომენტის დასრულების შემდგომ, მცველებზე გამწყრალმა სტეპნიმ ისეთი საშინელი ძალითა და ემოციით დაუწყო თანაგუნდელებს ყვირილი, რომ – ყბის ძვლები ამოუვარდა.
უჩვეულო გარემოებით მიღებულმა „პროფესიულმა” ტრამვამ გოლკიპერს მატჩის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. იგი შეცვალეს.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ალექსი ნორმალურად კვებასაც ვერ ახერხებდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და გამოჯანმრთელებული მეკარე ისევ „მანკუნიელების” კარის დაცვის სადარაჯოს დაუბრუნდა. – (ავტორი გენია.ჯი)