იროდიონ ევდოშვილი – „ამონაკვნესი”

ბედო ტიალავ, აბა რათ,

რათ შემომიჩნდი ჭირათა?

არ გამალაღე არ იქნა,

ცრემლი მარგუნე წილათა.

რა ხანი გემუდარები,

არცთუ ჩამაგდე ჩირათა,

ჭაბუკი წელში მომღუნე,

გადამაქციე მწირათა.

მითხარ: რა მოგცე – მომშორდე,

თავს რად მადგეხარ გზირათა?!

ჰაუ, ტიალავ, სოფელო,

ერთხელ მამღერე ტკბილათა!

კომენტარის დატოვება