ტუტანხამონი – „ეპიზოდი”

ეგვიპტის XVIII დინასტიის საყოველთაოდ ცნობილ ფარაონს – ტუტანხამონს (ძვ.წ.აღ-ით 1355-1337 წლები) სამეფო ძალაუფლება მამის გარდაცვალების შემდგომ, სულ რაღაც 9 წლის ასაკში გადაეცა. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ ეგვიპტის ისტორიაში იგი ერთადერთი „ბავშვი ფარაონი” არ ყოფილა. მოგვიანებით, პტოლემე XIII თეოს ფილოპატორი – 11 წლის ასაკში ეკურთხა ფარაონად. პატარა ასაკის გამოისობით, ფიზიკური დეფექტის მქონე ტუტანხამონს სახელმწიფოებრივ საკითხებში ისეთი ძლიერი და სანდო მრჩევლები ესაჭიროებოდა, რომლებიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდნენ. შედეგად, მან ორი გავლენიანი მრჩეველი შეარჩია. ერთ მათგანს წარმოადგენდა ეგვიპტის არმიის მთავარსარდალი – ჰორემჰები, ხოლო მეორეს ეგვიპტის „დიდი ვეზირი” – ეიე. ისტორიკოსთა მტკიცებით, ტუტანხამონის მმართველოს ჟამს სწორედ რომ ეს უკანასკნელი ფლობდა რეალურ ძალაუფლებას.

მოგვიანებით, ტუტანხამონი ფარაონის ტახტზე მისმა ერთ-ერთმა მრჩეველმა – ეიემ ჩაანაცვლა. თუმცა ხანგრძლივი მეფობა წილად არ ხვდომია. ეიე გაფარაონებიდან 4 წლის თავზე აღესრულა. ამჯერად ეგვიპტის სამეფო ტახტზე ავიდა ტუტანხამონის მეორე მრჩეველი – ჰორემჰები, ვისაც, როგორც აღმოჩნდა, იმდენად დიდი სიძულვილი ჰქონია ყოფილი „პატრონისა”, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე თავისი დროის ისტორიის ანალებიდან სრულიად ამოშალა ტუტანხამონის სახელი. მისივე ბრძანებით, ძველ ეგვიპტური ისტორიული დოკუმენტებიდან ასევე გაქრა ეიესა და ამენჰოტეპის სახელებიც. – (ავტორი გენია.ჯი)

ეიე

ჰორემჰები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>