მერი შერვაშიძე – „ეპიზოდი”
მომაჯადოებელი სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი – მერი შერვაშიძე (1888-1986 წლები), ვისაც გალაკტიონმა თავისი უკვდავი ლექსი – „მერი” მიუძღვნა ოდესღაც, ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილმა რუსმა მხატვარმა – საველი სორინმა 1918 წელს აღბეჭდა ტილოზე. სწორედ იმ პერიოდში იქორწინა უმშვენიერესმა მერიმ ქუთაისში თავის რჩეულ მამაკაცზე, თავადზე – გიორგი ერისთავზე. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით, სორინის მიერ დახატული მერის პორტრეტი მონაკოს პრინცესად ქცეული ისეთი ლამაზი ამერიკელი მსახიობი ქალის საკუთრებაში აღმოჩნდა, როგორიც გახლდათ – გრეის კელი. რამდენიმე წყაროს მტკიცებით, მერის აღნიშნული პორტრეტი მონაკოს პრინცესას თავის საძინებელში ჰქონია განთავსებული. პირველს, რასაც ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე გრეისი აკვირდებოდა საგულდაგულოდ თურმე, სწორედ რომ „კოკო შანელის სამოდელო სახლის ღვთაებად” წოდებული ქართველი ქალის – მერი შერვაშიძის პორტრეტი გახლდათ. და მხოლოდ ამის შემდგომ აკვირდებოდა საკუთარ თავს სარკეში. ამბობენ, ასეთი უჩვეულო მეთოდით ზომავდა და გასაზღვრავდა მონაკოს უმშვენიერესი პრინცესა თავის უზადო სილამაზეზო. – (ავტორი გენია.ჯი)
გრეის კელი
გრეის კელის მფლობელობაში არსებული საველი სორინის მიერ დახატული მერის პორტრეტი