ბილ უაიმენი – „ეპიზოდი”
პოპულარული ბრიტანული როკ-ჯგუფის – „როლინგ სტოუნზი”-ს ბას-გიტარისტმა – ბილ უაიმენმა, თავის რიგით მეორე ცოლთან – მენდი სმიტთან პირველი შეხვედრები მაშინ დაიწყო, როდესაც 47 წლის ასაკში შეაბიჯა. ცნობისათვის, მენდი სმიტი ულამაზესი ამერიკელი სუპერმოდელისა და მსახიობის – ანა ნიკოლ სმიტის ღვიძლი და გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ დროს გოგონა სულ რაღაც ცამეტიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა. წყვილი 2 წლის განმავლობაში თანაცხოვრობდა ქორწინებაში და შემდგომ გაეყარა. იმავე წელს, უაიმენის 30 წლის ვაჟმა (პირველი ქორწინებიდან) ოფიციალური საქორწინო აქტი გააფორმა მენდი სმიტის დედასთან, ქალთან, რომელსაც დაქორწინების მომენტში 46 წელი უკვე კარგა ხანია შესრულებოდა. და უპირველეს ყოვლისა ქალთან, ვინაც მამამისის სიდედრს წარმოადგენდა ოდესღაც.
ასე რომ ვთქვათ, უაიმენის ვაჟი თავისი „თავისუფალი ბებიის” ქმარი გახდა ფაქტობრივად. – (ავტორი გენია.ჯი)