მიქელანჯელო – „ეპიზოდი”
იტალიური რენესანსის მშვენებად ქცეული ფლორენციელი მოქანდაკე და მხატვრი – მიქელანჯელო ბუონაროტი (1475-1564 წლები) სიცოცხლეს 88 წლის ასაკში გამოეთხოვა. ხელოვნებას ამ ბუმბერაზმა ხელოვნმა თავისი შეგნებული ცხოვრების 70 წელიწადი მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ხნის განმავლობაში მიქელანჯელოს რომის კათოლიკური ეკლესიის 9 საჭეთმპყრობელთან მოუხდა თანამშრომლობა. პირველი შეკვეთა ბუონაროტის რომის პაპმა – იულიუს მეორემ მისცა… ბოლო – პიუს მეოთხემ…
მიქელანჯელო იმ ბედნიერ ხელოვანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვისი ბიოგრაფიაც მისივე სიცოცხლეში იქნა გამოქვეყნებული. პირველი ადამიანი, ვინაც გენიალური ფლორენციელის ბიოგრაფია ბუონაროტის სიცოცხლეშივე გამოაქვეყნა, დიდი იტალიელი მხატვარი და ბიოგრაფი – ჯორჯო ვაზარი გახლდათ. ამ უკანასკნელის მიერ დაწერილი ბიოგრაფია მიქელანჯელოს არ მოეწონა. ამიტომ მან თავისი ბიოგრაფიის დაწერის უფლება თავისივე დამხმარეს – ასკანიო კონდივის მისცა. კონდივიმ ბუონაროტის მოკლე ბიოგრაფია 1553 წელს გამოაქვეყნა. კრიტიკოსები ირწმუნებიან, – ასკანიოს მიერ დაწერილ ბიოგრაფიაში დიდი იტალიელი ხელოვანის პიროვნება ისეა აღწერილი და დახასიათებული, როგორც თავად ბუონაროტის სურდა ესო. – (ავტორი გენია.ჯი)