ტარიელ ჭანტურია – „საღამო. შუქი. შერიგება.”

ცამ ვერ მოასწრო

ღამის გადაცმა.

სხივმა და სხივმა -

ასმა,

ათასმა -

დასალიერი,

დასალიერი

მოოქროვილი

თასმით გათასმა.

* * *

მიჭირს შეხედვა,

მიჭირს დანახვა:

დასალიერი

შუქმა დანაღმა.

- იყოს სიცოცხლე!

- იყოს სიკვდილი! -

გული ყველაფრის

არის თანახმა!..

კომენტარის დატოვება