მონარქია – „ეპიზოდი”
სახელმწიფოს მმართველობის ისეთი ფორმა, როგორიც გახლავთ – მონარქია, დღესდღეობით, მსოფლიოს 30 სახელმწიფოშია დამკვიდრებული. (ავტორი გენია.ჯი) აზიის კონტინენტზე საერთო ჯამში 13 მონარქიული სახელმწიფო გვხვდება: ბჰუტანი, იორდანია, კამბოჯა, მალაიზია, ტაილანდი, იაპონია, ბაჰრეინი, ბრუნეი, კატარი, ქუვეითი, ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. ამ უკანასკნელ შვიდ ქვეყანაში აბსოლუტური მონარქიებია შენარჩუნებული და გაბატონებული.
„ბებერ კონტინენტად” წოდებულ ევროპის კონტინენტზე 12 მონარქიული სახელმწიფო გვხვდება: ანდორა, ბელგია, ვატიკანი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ესპანეთი, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია და შვედეთი.
აფრიკის „შავ” კონტინენტზე 3 მონარქიული ქვეყანაა წარმოდგენილი: მაროკო, ლესოტო და სვაზილენდი. ოკეანიაში კი 2 ქვეყანა – სამოა და ტონგა.
დღეისათვის მოქმედ მონარქიებს შორის მსოფლიოში უძველეს მონარქიას – იაპონიის მონარქია წარმოადგენს, რომელიც თავის სათავეს ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. -ით – 660 წლიდან იღებს. ევროპაში ყველაზე ძველი მონარქიით დანია იწონებს თავს. ამ ულამაზეს სკანდინავიურ ქვეყანაში მონარქიას საფუძველი 899 წელს ჩაეყარა. – (ავტორი გენია.ჯი)