პავლე ინგოროყვა – „ეპიზოდი”
დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე – პავლე ინგოროყვა (1893-1983 წლები) ჭეშმარიტი მამულიშვილი იყო – ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატკივარი, რომელიც მას აწუხებდა, ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) იგი შესანიშნავად იყო გარკვეული აღნიშნულ საკითხში: ზეპირად გეტყოდათ, ქვეყნის რომელ კუთხეში რამდენი მატება ან კლება იყო; გეტყოდათ შედარებით მონაცემებს გარკვეული წლების მიხედვით; გეტყოდათ პროგნოზებს, მოსალოდნელ დემოგრაფიულ ტენდენციებს უახლოეს წლებში, ცალკეული რაიონების მიხედვით და ასე შემდეგ.
ამ ხელმოკლედ მაცხოვრებელ მამულიშვილს, რომელსაც ერთი პატარა ოთახისგან შემდგარ სახლში ედო ბინა, დიდ მორალურ და მატერიალურ შვებას მოუტანდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრობა, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ მისთვის აკადემიაში ადგილი – არ მოიძებნა… მაშინ აკადემია იმავე ქუჩაზე ფუნქციონირებდა (8 ნომერში), რომელზედაც თავად ცხოვრობდა ამაგდარი მეცნიერი – ძერჟინსკის ქუჩაზე. ამ გარემოებიდან გამოწვეულ წყენას ინგოროყვა გარეგნულად არ იმჩნევდა, თუმცა-კი ხუმრობით ხშირად იტყოდა ხოლმე – „აკადემია ძერჟინსკის თოთხმეტ ნომერშიაო”, – ესე იგი, თავისი სახლის ნომერს ასახელებდა. – (ავტორი გენია.ჯი)