კარდინალი რიშელიე – „ეპიზოდი”
საფრანგეთის „რუხ კარდინალად” ქცეული – კარდინალი რიშელიე (1585-1642 წლები) გასაოცარი გულგრილობით ეკიდებოდა საკუთარი პიროვნების შესახებ გავრცელებულ უამრავ ჭორ-მართალს. თუმცა მისი გულგრილობა იქ მთავრდებოდა, სადაც საქმე პირადულიდან სახელმწიფოზე გადადიოდა.
„დაე, რამდენიც უნდათ, იმდენი იყბედონ ჩემზე, ჩემს პირად ცხოვრებაზე, ჩემს საქციელზე. მე ამას მოვითმენ. მაგრამ ენას ამოვაგლეჯ ყველა იმ ყბედს, რომელიც თავისი ტყუილებით ზიანს მოუტანს საფრანგეთსო”. – ამბობდა რიშელიე. – (ავტორი გენია.ჯი)