იცით თუ არა, რომ?!
1. მტრედების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 10-12 წელიწადია. ცნობისათვის, დედამიწაზე სულ ორად ორი ადგილი მოიძებნება ისეთი, სადაც მტრედები არ არიან გავრცელებული – ანტარქტიდის ყინულოვანი კონტინენტი და საჰარას მწველი უდაბნო აფრიკის შავ კონტინენტზე. სხვათაშორის, სწორედ მტრედი გახლავთ ის პირველი ფრინველი, რომელიც კაცობრიობამ მოაშინაურა. ცნობილია იმ მტრედის სახეობაც (სულ ბუნებაში 35 სახეობის მტრედია გავრცელებული), რომელიც პირველი მოიშინაურა ადამიანმა – გარეული მტრედი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. უკიდურესად იზოლირებული ადგილმდებარეობის გამოისობით, ისლანდიური ენა შეუცვლელი სახით შენარჩუნდა პრაქტიკულად საუკუნეების განმავლობაში. ამიტომაც ძალუძს ნებისმიერ ისლანდიელს თუნდაც X საუკუნის ისლანდიური ტექსტის თავისუფლად წაკითხვა.
* * *
3. ერთ-ერთი ნორვეგიული სოფლის სახელწოდება, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, – „ჯოჯოხეთი” გახლავთ. ბედის ირონიით, მისი კლიმატი იმდენად მკაცრია, რომ სიცხეს ვინ ჩივის, სითბოც კი მეტად სანატრელი აქვთ ადგილობრივებს.
* * *
4. ადამიანი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც ნიკაპი გააჩნია.
* * *
5. ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოში – ლუქსემბურგში, საზოგადოებრივი ტრანპორტი ყველასათვის (უცხოელისთვისა და ადგილობრივისთვის) უფასოა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ძროხისა და ბიზონის ჰიბრიდს – „ბიფალო” ეწოდება.
* * *
7. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეულ პრეზიდენტს – ჯორჯ ვაშინგტონს განსაკუთრებით უყვარდა გამოქვაბულების გამოკვლევა.
* * *
8. ჰიმალაის მთებში მდებარე ტიბეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ ყველაზე დიდ პროვინციას წარმოადგენს ტერიტორიულად, თუმცა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, ყველაზე მცირერიცხოვანს.
* * *
9. სპარტელი მამაკაცები სამხედრო სამსახურს 60 წლის ასაკამდე გადიოდნენ.
* * *
10. ასაკის მატებასთან ერთად მაიმუნები ისევე მელოტდებიან, როგორც ადამიანები. – (ავტორი გენია.ჯი)