ერატოსთენე – „ეპიზოდი”
უძველესი სამყაროს თვალმარგალიტად ქცეული ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, დიდი ძველ ბერძენი მეცნიერი – ერატოსთენე (ძვ.წ.აღ-ით 276-194 წლები), მრავალხრივად განვითარებული სწავლული გახლდათ სხვადასხვა სფეროში. მათემატიკასა და ასტრონომიაში, გეოგრაფიასა და ფილოლოგიაში, ქრონოლოგიასა და ფილოსოფიაში… (ავტორი გენია.ჯი) ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სწორედ კალიმაქეს ნამოწაფარი ერატოსთენეს სახელთან ასოცირდება დედამიწის მერიდიანის სიგრძის პირველი გაზომვა კაცობრიობის ისტორიაში. მიუხედავად ამისა, ამ დიდებულ მეცნიერს ზედსახელად მაინც – „ბეტა”, ანუ „მეორე” შეარქვეს. ეგზომ უცნაური თიკუნი ერატოსთენემ იმ გარემოების გამო მიიღო, რომ არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში არ მიიჩნევდნენ მას თავისი საქმის საუკეთესო მცოდნედ. – (ავტორი გენია.ჯი)