ცნობილების ნააზრევი…
„რაც არ უნდა ვეცადოთ, ზაფხულში ბუზები მაინც იქნებიან”. – რალფ ემერსონი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანო, ადამიანო! ცრუ ნიანგთა ცბიერო მოდგმავ! შენი ცრემლები წყალია, შენი გული ლოდი! ტუჩებში იკოცნები, გულში კი მახვილს უტარებ!..” – ალექსეი ტოლსტოი
* * *
„ზოგს სანატრელად მიაჩნია ასეთი გარდაცვალება – როცა ადამიანი ღრმა მოხუცობას მიაღწევს და დამშვიდებული მიდის ამქვეყნიდან, იმის შეგნებით, რომ ყველაფრის გაკეთება მოასწრო, რაც კი დასახული ჰქონდა”. – ვახტანგ ჭელიძე
* * *
„მხოლოდ უბედურმა იცის, რა არის ბედნიერება”. – ერიხ მარია რემარკი
* * *
„პოლიტიკას გული არა აქვს, მას მხოლოდ თავი აქვს”. – ნაპოლეონ ბონაპარტი
* * *
„ერთადერთი ტირანი, რომელსაც მე ვაღიარებ, შინაგანი ძახილია”. – მაჰათმა განდი
* * *
„ჩემთვის ბრძნული სიტყვა ოქროზე ძვირფასია”. – დემოკრიტე აბდერელი
* * *
„რატომ უნდა იფუჭებდე ადამიანი გუნებას იმით, რაც არარაობაა, რაზეც წუთის გაცდენაც არ ღირს!” – ვახტანგ ჭელიძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ო, როგორ მძულს და მეზიზღება ზოგი ხეპრე და ბოლთის თაყვანისმცემელი, კარგად ნასადილევი ადამიანის სახე რომ აქვს… ყველაფრით რომ კმაყოფილია… თვალებში უაზრობა ჩასდგომია… ასეთი ადამიანის გული ბნელია, როგორც ძუნწი კაცის საფლავი”. – ლადო ასათიანი
* * *
„მიეცით სამყაროს შანსი!” – ჯონ ლენონი