აღმოსავლური ორთაბრძოლები – „ეპიზოდი”
აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების მიმართ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებებს ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩნდათ. ერთნი თუ ფიზიკური სიჯანსაღის სიმბოლოდ განიხილავდნენ მას, მეორენი სასტიკად დევნიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელსაც იმთავითვე განსაკუთრებული სიძულვილი დასჩემდა აღმოსავლური ორთაბრძოლების მიმართ, 1984 წელს ოფიციალურად აკრძალა ქვეყანაში – კარატე. საყურადღებოა ის გარემოება, რომ კანონის დამრღვევი ადმინისტრაციული წესით კი არ ისჯებოდა, არამედ სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობით. კარატეს გარდა, ქვეყანაში ტაბუ დაედო სხვა საბრძოლო ხელოვნებებსაც – „უშუ”-სა და „ჯიუ-ჯიცუ”-ს.
აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების მიმდევრებში მკაცრად არის დაცული იერარქია (მოსწავლეები უსიტყვოდ ემორჩილებიან მასწავლებელს). მათში გავრცელებული და დამკვიდრებულია თავიანთი წესები და კანონები. შესაძლოა, განსხვავებული აზროვნებაც კი. ასე რომ ვთქვათ, მინი-სახელმწიფოა ფაქტობრივად. – სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო იდევნებოდა ეს შესანიშნავი სპორტის სახეობა „რკინის ფარდის” მიღმა განთავსებულ ქვეყანაში.
აღმოსავლური ორთაბრძოლებისა და ზოგადად, კარატისტების წინააღმდეგ „წითელ იმპერიაში” რომ დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა, შემდეგი ფაქტებიც ადასტურებენ: ვალერი გუსევს, ვინაც „დასავლური დრაკონის” სკოლას ხელმძღვანელობდა მოსკოვში, 5 წლით პატიმრობა მიესაჯა აღმოსავლური ორთაბრძოლების მოქალაქეებში გავრცელების გამო; 1982 წელს 8 წლით პატიმრობით დაისაჯა კარატეს ერთ-ერთი მასწავლებელი – ალექსანდრე შტურმინიც. ის კი არადა, რეპრესირებული და სიკვდილით იქნა დასჯილი ისეთი სახელოვანი საბჭოთა სპორტსმენი, როგორიც გახლდათ სამამულო სპორტად აღიარებული – „სამბო”-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი – ვასილი ოშჩეპკოვი. მას ხელისუფლებამ იაპონიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდო ბრალი.
გარდა საბჭოეთისა, აღმოსავლური ორთაბრძოლების წინააღმდეგ თავის დროზე გამოვიდა აუგუსტო პინოჩეტის მმართველობის ქვეშ მოქცეული ჩილეს რესპუბლიკაც. მაო ძედუნმა კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა „უშუ”-სა და „ტანძიცუან”-ს. ამ რეპრესიულ კამპანიას მაშინ ჩინეთში აღმოსავლური ორთაბრძოლების უამრავი ოსტატი ემსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)
ვასილი ოშჩეპკოვი (სამბოს ფუძემდებელი)