“კითაბჰანე”

“კითაბჰანე” - ასევე მოიხსენიებენ,როგორც “კითაბჰანა”.არაბულ და სპარსულ ენებზე – “კითაბ” აღნიშნავს წიგნს,ხოლო “ნამე” დარბაზს,ან რაიმე დაწესებულებას.იგი გახლდათ ბიბლიოთეკა-სახელოსნო შუასაუკუნეების ისლამურ ქვეყნებში.თავდაპირველად,იმ ქვეყნებში,სადაც ისლამი გავრცელდა – “კითაბჰანეში” იწერებოდა “ყურანი” და ჰადისები”.მუსულმანურ ქვეყნებში საწერ მასალად გამოიყენებოდა პაპირუსი,რომლის წარმოების მთელი ინდუსტრია ჰქონდა შექმნილი ეგვიპტეს.აღსანიშნავია,რომ საუკეთესო ხარისხის ყურანები,მიუხედავად საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურისა,იწერებოდა “პერგამენტებზე” და “ოქროს ფილებზეც” კი.პირველი ისლამური სახელმწიფოების – ომიადების და აბასიდების განათლების სისტემა (საწერი მასალის მიწოდების მხრივ),დიდად იყო დამოკიდებული ეგვიპტეზე.არაბეთის სახალიფოს ჩამოყალიბების შემდგომ,მოხდა თალასის ბრძოლა 751 წელს (აბადისებსა და ჩინელთა შორის).სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ ეზიარენ აბადისები “ქაღალდზე წერის” კულტურას,თუმცა ამას მასიური სახე მაინც არ  მიუღია. (ავტორი გენია.ჯი) 935 წლიდან კი საერთოდ წყდება არაბულ სამყაროში პერგამენტის გამოყენება და პირველი ისტორიული ქაღალდის დოკუმენტიც ჩნდება,რომელიც თარიღდება 912 წლით.”გადამწერები” და “ილუსტრატორები”,ღაზნევიდებისა (977-1118 წლები,თურქული წარმოშობის დინასტია) და ფატიმიდების (970-1171 წლები) სამეფო კარზე მუშაობდნენ ხელნაწერთა გადამწერებათ.თუმცა ფატიმისდტთა დაცემის შემდეგ კალიგრაფები,გადამწერები და მხატვრები,მალევე იწყებენ აბასიდურ ბაღდადში გადასვლას.პირველი რეალური “კითაბჰანე”,იგივე – “ბიბლიოთეკა-სახელოსნო” (სადაც არა მარტო წიგნები და ხელნაწერები ინახებოდა,არამედ იქმნებოდა,ითარგმნებოდა სხვადასხვა ენებზე დაწერილი ნაშრომები,როგორც რელიგიურ თემებზე ასევე ლიტერატურულ და მეცნიერულ თემებზეც),ჩამოყალიბდა და შეიქმნა ბაღდადში,ხალიფატის კარზე.ყველაზე ძველი არაბული ილუსტრირებული მანუსკრიპტები,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია თარიღდება XII საუკუნით.შემდგომ პერიოდებში “კითაბჰანე” ფაქტიურად ყველა მუსულმანური სამყაროს სამეფო სასახლის კარზე იქმნებოდა ახლო და შუა აღმოსავლეთში.ყველაზე დიდი “კითაბჰანეები”,როგორც ცნობილია,ჰქონდათ ირანის შაჰების კარზე,კერძოდ სეფერიდთა დინასტიისას,რომლებმაც მმართველობა XIV საუკუნის დასაწყისში დაიწყეს.გეოგრაფიულად კი ყველაზე დიდი და სრულყოფილი “კითაბჰანე” მდებარეობდა ამავე ქვეყნის ქალაქ თავზირში (თანამედროვე ირანის ქალაქი),სადაც დაახლოებით 70,000 წიგნი ინახებოდა.აღნიშნულ “კითაბჰანეში” ინახებოდა უძვირფასესი –   ისტორიული,კულტურული,ლიტერატურული,რელიგიური,მეცნიერული და სხვა სახის უძველესი ხელნაწერები. (ავტორი გენია.ჯი) თუ კი რომელიმე მათგანი დაზიანებულ იქნებოდა (დროის,ან სხვა მიზეზთა გამო) ხდებოდა მათი განახლება-რესტავრაცია.”კითაბჰანეებში”,ყოველთვის ამ საქმის საუკეთესო ოსტატები მუშაობდნენ (კალიგრაფები,მხატვრები და სხვა).თითოეული ხელნაწერის ან წიგნის გადაწერას ხშირ შემთხვევებში წლებიც კი სჭირდებოდა,მაგალითად ყველასათვის ცნობილი “შაჰნამე”-ს გადაწერა 1539 წლიდან – 1543 წლამდე გრძელდებოდა.საბოლოო ჯამში “კითაბნამეები” მუსულმანულ აღმოსავლეთში XIX საუკუნემდე არსებობდა,მანამ,სანამ საბეჭდი საშუალებები არ იქნა შეტანილი აღმოსავლეთის ქვეყნებში.”კითაბჰანე” უდიდესი საგანმანათლებლო,სამეცნიერო,ლიტერატურული,რელიგიური და კულტურული ფუნქციების მქონე,ერთ-ერთ საუკეთესო ბიბლიოთეკა-სახელოსნოებს წარმოადგენდა მუსულმანური აღმოსავლეთის ქვეყნებში,რომელთა მეშვეობითაც მსოფლიო ისტორიას მრავალი უძვირფასესი დოკუმენტი გადაურჩა. (ავტორი გენია.ჯი)