ქარიყლაპია – „ეპიზოდი”
ქარიყლაპია – ერთობ აგრესიული მტაცებელი თევზია. ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მტკნარ წყლებში გავრცელებულნი არა მარტო თევზებზე ნადირობენ, არამედ ამფიბიებზე და წყლის ზედაპირზე მოცურავე მცირე ზომის ფრინველებზეც კი. (ავტორი გენია.ჯი) ქარიყლაპიები თავს ესხმიან ყველას, ვისი დამარცხებისა და შეჭმის ძალა და უნარი შესწევთ. ხშირად მისი ლუკმა ხდებიან მღრნელები. მათ შორის ისეთიც, როგორიც არის – ონდატრა. ისინი მათ წყლის გადაცურვის პროცესში ეტანებიან. გარდა ამისა, ეს აგრესიული თევზი ნადირობს ბაყაყებზეც. მაგრამ ამით ყველაფერი არ თავდება… ქარიყლაპიებში გავრცელებულია კანიბალიზმის საშინელი ფორმა. ისინი არავითარი „სინდისის ქენჯნას” არ განიცდიან თვისტომთა შეჭმის შემთხვევაში. როგორც ცნობილია, აღნიშნული სახეობის თევზები მარტოხელა ცხოვრების წესს ეწევიან და ჯგუფებად არ ცხოვრობენ. როდესაც ქარიყლაპიის ორი ეგზემპლარი ერთმანეთს გადაეყრება ხოლმე, მათ შორის ხშირად იმართება სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლა. საბოლოო ჯამში, დაუნდობელ ორთაბრძოლაში დამარცხებული გამარჯვებული თვისტომის გემრიელი კერძი ხდება. – (ავტორი გენია.ჯი)