კუნძული კაუაი – „ეპიზოდი”
ჰავაის არქიპელაგის შემადგენლობაში შემავალი კუნძული – კაუაი – 6 მილიონი წლის წინათ წარმოიშვა წყნარ ოკეანეში. პირველი ევროპელი, რომელმაც მის მიწას 1778 წლის იანვრის თვეში დაადგა ფეხი, სახელოვანი ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი – ჯეიმზ კუკი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კუნძული ერთი საყურადღებო გარემოების გამო იპყრობს საზოგადოების ყურადღებას: კაუაი საყოველთაოდ ცნობილ, პოპულარულ და მსოფლიო ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად მოპარვად – „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია” შეტანილი, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთ ბუნებრივ მოვლენსათან არის დაკავშირებული. კერძოდ, წვიმასთან. უფრო სწორად, გადაუღებელი წვიმის ხანგრძლივობასთან… 1993 წლის 27 აგვისტოს კუნძულ კაუაიზე დაიწყო წვიმა, რომელიც 1994 წლის 30 აპრილამდე ისე გაგრძელდა, რომ ერთხელაც არ შეწყვეტილა. ესე იგი, მთელი 247 დღის განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)