ალკატრასის ციხე – „ეპიზოდი”

სან-ფრანცისკოს ყურის შუაგულში განთავსებულ კუნძულ ალკატრასზე მოქმედი საყოველთაოდ ცნობილი „ალკატრასის ციხე”, სადაც თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ ისეთი ცნობილი დამნაშავეები, როგორებიც იყვნენ – ალ კაპონე, „ტყვიამფრქვევად” წოდებული ამერიკელი განგსტერი – ჯორჯ ბარნსი, რობერტ სტრაუდი და სხვანი და სხვანი, ერთადერთ ფედერალურ ციხეს წარმოადგენდა 1963 წლისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელშიაც ცხელი წყლის სისტემა იყო საკნებში გაყვანილი. შედეგად, ცხელი წყლით ალკატრასის ყოველ პატიმარს შეეძლო სარგებლობა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

ერთი შეხედვით, საკვირველი ფაქტია ასეთი პრივილეგიით სარგებლობის უფლება რომ მისცეს აშშ-ის ყველაზე მძიმემონოსან დამნაშავეებს, თუმცა ამის მიზეზი ჰუმანური თვალსაზრისით ნაკარნახევი მართლაც რომ არ ყოფილა: ციხის ადმინისტრაციის მოსაზრებით, ნაკლებად სავარაუდო იყო, გაქცევის შემთხვევაში, ცხელ წყალს მიჩვეულ პატიმრებს წარმატებით გადაეცურათ სან-ფრანცისკოს ყურის ცივი წყლები. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>