ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – „ეპიზოდი”
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. 1791 წლის 20 ნოემბერს, სულ რაღაც ოცდათხუთმეტიოდე წლის ასაკში იგი საწოლს საბოლოოდ მიეჯაჭვა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში ვირტუოზ მუსიკოსს საშინლად შეუშუპდა ხელები და ფეხები. რამდენიმე დღეში მისი სხეული იმდენად შეშუპდა, რომ არა მარტო წამოჯდომას ვერ ახერხებდა, არამედ საერთოდ ვერც კი ინძრეოდა საწოლში. ამას გარდა, დაეწყო ხშირი ღებინება, რამაც ეჭვი გააჩინა მისი მოწამვლის თაობაზე. გარდაცვალებამდე ორიოდე საათით ადრე მოცარტი სრულ გონებაზე იმყოფებოდა. შემდეგ წაერთვა. იგი ერთადერთხელ მოსულა თავისი აღსასრულის წინ გონებაზე. მაშინ მას ასეთი სიტყვები წარმოუთვამს – „სიკვდილის გემოს ჩემს ტუჩებზე ვგრძნობ. მე ვგრძნობ რაღაც ისეთს, რასაც ამ სამყაროსთან არანაირი საერთო არ გააჩნია”. (ავტორი გენია.ჯი) სამწუხაროდ, ეს ვოლფგანგის მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა. იგი 1791 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა.