ტუპაკ შაკური – „ეპიზოდი”
ტუპაკ ამარუ შაკურზე თავდასხმის შემდეგ, რომელიც 1996 წლის 13 სექტემბერს განხორციელდა ლას-ვეგასში, პირველი ვინც დანაშაულის ადგილზე მივიდა, ადგილობრივი პოლიციელი – კრის კეროლი იყო. (ავტორი გენია.ჯი) სასიკვდილოდ დაჭრილი სულ რაღაც ოცდახუთიოდე წლის ასაკში მყოფი ტუპაკიც მანვე იხილა პირველმა. მოგვიანებით, აღნიშნულ შემთხვევას კეროლი ასე იგონებდა:
„მან თვალებში შემომხედა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, რათა ჩემთვის რაღაც ეთქვა. შემდეგ დააღო პირი, რა დროსაც შემომესმა მისი უკანასკნელი სიტყვები: „წადი შენი…” – (ავტორი გენია.ჯი)