ელისაბედ I ტიუდორი – „ეპიზოდი”
„მე სუსტი და შეუძლო ქალის სხეული მაქვს, მაგრამ მე მაქვს გული და გამბედაობა მეფისა, მითუმეტეს – ინგლისის მეფისა”. – ასე ახასიათებდა საკუთარ თავს ინგლისისა და ირლანდიის საყოველთაოდ ცნობილი დედოფალი - ელისაბედ I ტიუდორი (1533-1603 წლები). „ქალწულ დედოფლად” წოდებული ელისაბედი ფრიად განათლებული მონარქი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) იგი თავისუფლად ფლობდა როგორც მშობლიურ, ისე ფრანგულ, ბერძნულ, იტალიურ და რუსულ ენებს. უყვარდა ცეკვები და ცხენით ჯირითი. დიდ დროს უთმობდა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას. ამიტომაც ხშირად იცავდა სხვადასხვა სახის სპეციალურ დიეტებს. ელისაბედი განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ხელოვნებასა და მეცნიერებას, რის შედეგადაც სამეფო კარი ერთგვარ კულტურის ცენტრადაც კი აქცია.
ელისაბედ I ტიუდორი, ვინაც არასოდეს დაქორწინებულა თავის ცხოვრებაში, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის სიკვდილისშემდგომი სურვილი იყო, მის საფლავზე შემდეგი სახის ეპიტაფიას დაედო ბინა – „იცხოვრა და მოკვდა ქალწულად”.
„ოქროს საუკუნე” – ასე უწოდა მადლიერმა ინგლისელმა ხალხმა თავიანთი დიდი დედოფლის მმართველობის ეპოქას, რაც ბევრის მეტყველი გარემოებაა მართლაც. – (ავტორი გენია.ჯი)