ალექსანდრე ბლოკი – „ეპიზოდი”
რუსული სიმბოლიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი – ალექსანდრე ბლოკი (1880-1921 წლები) იმთავითვე გამოირჩეოდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა, პოეტის მატერიალური მდგომარეობა მაინც სავალალო იყო. გარდა ამისა, დამქანცველმა შრომატევადმა საქმიანობამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაართულა. გულ-სისძარღვთა უკმარისობა, ასთმა, სურავანდი, ფსიქოლოგიური დარღვევები… ეს არასრული ნუსხაა იმ დაავადებებისა, რომლითაც დასნეულებული გახლდათ რუსი ლიტერატორი.
მკურნალობის მიზნით ალექსანდრე ფინეთში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა უცხოეთში გამგზავრებაზე უარი რამდენჯერმე ეთქვა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბლოკის ფინეთში წასვლას პირადად ლენინი და მენჟინსკი ბლოკავდა. ერთხელ, მორიგი უარის მიღების შემდეგ ისე გაბრაზებულა პოეტი, რომ შეგნებულად გაუნადგურებია თავისი ხელნაწერების უდიდესი ნაწილი. შეუწყვიტავს წამლების დალევაც. „რუსეთმა ისევე შემჭამა მე, როგორც სულელი ღორი ჭამს ხოლმე თავის გოჭებსო”, – უთქვამს მაშინ საკუთარ სამშობლოზე გაბრაზებულ ლიტერატორს. – (ავტორი გენია.ჯი)