იოზეფ გებელსი – „ეპიზოდი”
გერმანული მესამე რაიხის პროპაგანდისა და განათლების მიზანთროპი რაიხმინისტრის – იოზეფ გებელსის (1897-1945 წლები) თავდაპირველ ოცნებას – „დიდ მწერლად” ქცევა წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრწულ წლებში იგი ხშირად გზავნიდა სტატიებს გერმანული გაზეთის – „Berliner Tageblatt”-ის რედაქციაში, თუმცა მის მიერ გაგზავნილი 50 სტატიიდან არც ერთის მიმართ არ დაინტერესებულა არავინ, არც ერთხელ. რამდენიმე ხანში გებელსმა ავტობიოგრაფიული რომანი, სახელწოდებით – „მიხაელი” დაწერა. იგი მხოლოდ მაშინ იქნა გამოქვეყნებული, როცა გერმანიაში ნაცისტური მოძრაობა იკრებდა ძალებს. თუმცა ავტორს ვერც აღნიშნულმა ლიტერატურულმა ქმნილებამ შესძინა „დიდი მწერლის” სახელი.
გებელსის ბიოგრაფები შენიშნავენ: რომ წარუმატებელმა გამოსვლამ ლიტერატურულ ასპარეზზე, კიდევ უფრო გააბოროტა და კიდევ უფრო გააფანატიზმა მისი ხასიათიო. – (ავტორი გენია.ჯი)