„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„მგელს რომ ჰკითხო, იმისი აზრით ცხვრისთვის მწყემსი სულაც არ არი საჭირო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აი, შექსპირმა თქვა: ცოტა იყოს და ტკბილი, ვიდრე ბევრმა მომკვეთოს კბილიო”.
* * *
„დაპირება კი არა, საქმე უჩვენეთ ადამიანს და გამოგყვებათ”.
* * *
„ენას ხავსი არ ედება”.
* * *
„კაცი ხანჯალივით პირდაპირი უნდა იყო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა ბოსტანიც არი, წყალიც ისეთი უნდა მიუგდო”.
* * *
„ეეჰ, კაცი როცა ეშმაკის ვირზე ჯდება, მაშინ თვითონაც ეშმაკის მუშა ხდება”.
* * *
„კარგია, როცა ღვინოს ერიდება კაცი, ხოლო როცა სვამს, ჭკუას არ კარგავს”.
* * *
„მაინც რა არის ადამიანის სიცოცხლე? დღესა ვართ და ხვალ აღარა. ყველაფერზე რომ თავი იტკიო, უფრო შეიმოკლებ ამ ორი დღის წუთისოფელს”.
* * *
„გახსოვდეთ: ოთხი თვალი ორზე მეტს ხედავს და ოთხი ყური ორზე მეტს ისმენს”. – (ავტორი გენია.ჯი)