დედოფალი ვიქტორია – „ეპიზოდი”
კანაფის მცენარისაგან მიღებულ – კანაბისს ადამიანი ისტორიის უძველესი ეპოქებიდან იყენებს მედიცინაში. (ავტორი გენია.ჯი) იყო ისეთი პერიოდიც ევროპაში, როცა ამ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად მიიჩნევდნენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მტკივნეული მენსტრუალური სპაზმების დროს. აღნიშნულ მეთოდს განსაკუთრებით ხშირად მიმართავდა გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული დედოფალი – ვიქტორია (1819-1901 წლები). ბევრის მეტყველია ის გარემოებაც, რომ ეგზომ სახელოვანი დედოფლის პირად ექიმს წარმოადგენდა ცნობილი ირლანდიელი ქირურგი და ქიმიკოსი – უილიამ ო’შონესი, ვინაც თავის დროზე სახელი სწორედ რომ კანაბისის მოხმარების პოპულარიზაციით გაითქვა საზოგადოების ფართო მასებში. – (ავტორი გენია.ჯი)
უილიამ ო’შონესი