ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”
გარდა ევგენიკური შეხედულებებისა, დიდ ამერიკელ მწერალს - ჯეკ ლონდონს (1876-1916 წლები) რიგი სხვა შეხედულებებისაც გააჩნდა. იგი მათ არასოდეს მალავდა და საჯაროდ უწევდა დემონსტრირებას. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ესოდენ სახელოვანი ლიტერატორი – ათეისტი გახლდათ. ჯეკი ყველას არწმუნებდა, იმ ქვეყნიური ცხოვრება არამც და არამც არ არსებობსო. ათეიზმი ათეიზმად და, ლონდონი სოციალისტსაც წარმოადგენდა პოლიტიკური თვალსაზრისით. 1896 წელს მწერალი სოციალისტურ მუშათა პარტიაში გაწევრიანდა, რის შემდგომაც მთელი 20 წლის განმავლობაში დაიარებოდა ქვეყნის მასშტაბით – ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, სოფლიდან სოფელში და ლექციებს კითხულობდა მოსახლეობისთვის სოციალიზმის კეთილდღეობის შესახებ. აღნიშნულ თემატიკას (სოციალიზმს) მწერალმა რამდენიმე ესეც მიუძღვნა თავის დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)