მარტინ ბორმანის შვილების შესახებ…
„ჰიტლერის ჩრდილად” წოდებულ ფიურერის პირად მდივანს, მეჯვარესა და მესამე რაიხში გავლენით მეორე ადამიანს – მარტინ ბორმანს (1900-1945 წლები) – 10 შვილი ჰყავდა. 1945 წლის მაისში მისმა მეუღლემ – გერდა ბუხმა შვილებთან ერთად დატოვა გერმანია და იტალიაში დასახლდა, სადაც სულ რაღაც ერთიოდე წელიწადში (1946 წელს) კიბოს საშინელ სენს ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამის შემდეგ, ბორმანის შვილები ბავშვთა თავშესაფრებს მიაბარეს აღსაზრდელად.
მარტინის მრავალრიცხოვან შვილებს შორის ყველაზე საინტერესო და არაორდინალური ბედი მის უფროს ვაჟს – მარტინ ადოლფ ბორმანს (1930-2013 წლები) ხვდა წილად, ვისაც სერიოზულად განიხილავდნენ „ფიურერობის” ერთ-ერთ მომავალ კანდიდატად. ამას ადასტურებს ისიც, რომ იგი ნაცისტური ელიტის სპეცსკოლაში გადიოდა სწავლის კურსს, სადაც ერთობ მრავლისმეტყველი თიკუნით მოიხსენიებდნენ – „კრონცპრინცი”.
მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, ვარაუდობდნენ, რომ ბორმანის შვილები რეპრესიების ქვეშ მოექცეოდნენ მოკავშირეების მხრიდან, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. ამ დროს, ყველასათვის მოულოდნელად, მარტინ ადოლფი კათოლიკედ მოექცა და პასტორის ხარისხშიც ამაღლდა. რელიგიური მოტივებით იგი 1960-იან წლებში ხშირად დადიოდა აფრიკულ ქვეყნებში. უფრო – კონგოში.
პასტორობაზე ხელი მას დაქორწინებამ ააღებინა. მას შემდეგ, მარტინ ადოლფმა თეოლოგიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამის პარალელურად, ნაციონალ-სოციალიზმის საშინელებებზე კითხულობდა ლექციებს.
1990-იან წლებში მარტინ ბორმანის უფროსი ვაჟიშვილი ისრაელს ეწვია და ჰოლოკოსტის მსხვერლთა ხსოვნას მიაგო პატივი. და ეს გააკეთა იმ ადამიანმა, ვისაც „მომავალ ფიურერად” განიხილავდნენ ოდესღაც. – (ავტორი გენია.ჯი)
მარტინ ბორმანის ცოლ-შვილი
მარტინ ადოლფ ბორმანი