ვლადიმერ ლენინი – „ეპიზოდი”
„ლენინად” წოდებული მსოფლიო პროლეტარიატის რუსი ბელადი – ვლადიმერ ულიანოვი (1870-1924 წლები), სწავლის კურს ქალაქ სინბირსკის იმ გიმნაზიაში გადიოდა, რომელსაც მისი ოჯახის ახლობელი, გამოჩენილი რუსი განმანათლებელი – თედორე კერენსკი ხელმძღვანელობდა. (ავტორი გენია.ჯი) დიახ, ეს იმ კერენსკის (ალექსანდრეს) მამა გახლდათ, ვინაც რევოლუციის შემდეგ, დროებით მთავრობას უმეთაურა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ულიანოვების და კერენსკების ოჯახები მეგობრობდნენ. როდესაც პატარა ალექსანდრე ავად გახდებოდა ხოლმე, სწორედ ლენინი უკითხავდა ავადმყოფს „ბიძია თომას ქოხს”, დიკენსის, ლერმონტოვისა და პუშკინის სხვადასხვა ლიტერატურულ ქმნილებებს.
მიუხედავად ესოდენი ახლო ურთიერთობისა, მსოფლიო პროლეტარიატის მომავალი ბელადის ატესტატში ერთადერთი ოთხიანი მაინც ჩაიწერა (ყველა სხვა საგანში უმაღლესი შეფასება ჰქონდა). საყურადღებოა, რომ ის ერთადერთი ოთხიანიც ლენინს გიმნაზიის დირექტორმა გამოაყოლა ლოგიკაში. თავისი გადაწყვეტილება სასწავლებლის ხელმძღვანელმა ერთობ უცნაური მოტივით ახსნა: „ლოგიკა 5-ზე, მხოლოდ და მხოლოდ მე ვიციო”.
ამბობენ, სწავლის პერიოდში ვლადიმერი ყველა საგანს მარტივად ითვისებდაო. ცნობილია ისიც, რომ მისთვის გამორჩეულად საყვარელ საგანს – ლათინური ენის შესწავლა წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
თედორე კერენსკი