ფრანკლინ დელანო რუზველტი – „ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარულმა პრეზიდენტმა – ფრანკლინ დელანო რუზველტმა, თავისი მომავალი მეუღლე – ელეონორა რუზველტი პირველად მაშინ გაიცნო, როდესაც გოგონა 15 წლის ასაკში იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი მეხუთე თაობის ნათესავები იყვნენ ერთმანეთისთვის (ამიტომაც გააჩნდა ორივე მათგანს ერთი და იგივე გვარი – რუზველტი) და როგორც ნათესავებს, ხშირად უხდებოდათ ხოლმე ერთად ყოფნა. გარდა ნათესაური კავშირისა, ფრანკლინს გოგონასთან ნათელმირონობაც აკავშირებდა: ელეონორას მამა – ელიოტ რუზველტი ფრანკლინის ნათლია გახლდათ. ყველა ამ უმნიშვნელოვანესი გარემოებისათვის აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს არავითარი ყურადღება რომ არ მიუქცევია, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ 1905 წელს მან ოფიციალურად იქორწინა ელეონორა რუზველზე. ქალზე, რომელიც მისთვის არა მხოლოდ ნათესავს, არამედ ნათლიის ქალიშვილსაც წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>