ალექსანდრე III – „ეპიზოდი”
არიან ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისადმი არიან მიდრეკილნი. ერთ-ერთი ასეთი მათგანი გახლდათ „მშვიდობისმყოფელად” წოდებული რუსეთის იმპერატორი – ალექსანდრე III რომანოვი (1845-1894 წლები). მიუხედავად ექიმების არაერთგზის მოწოდებისა, დაზიანებული ღვიძლის გამო არ მოეხმარა სპირტიანი სასმელი, ალექსანდრე მაინც ვერ ეშვებოდა თავის მავნე ჩვევას. (ავტორი გენია.ჯი) ერთადერთი, ვის გაბრაზებასაც იგი ასეთ შემთხვევაში ერიდებოდა, თავისი მეუღლე, დედოფალი – მარია ალექსანდრეს ასული გახლდათ. ქალი მონარქ მეუღლეს გამუდმებით ჩასჩიჩინებდა ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავი შეეკავებინა და უკიდურესად ბრაზდებოდა, როცა მის რჩეულს სიმთვრალეს შენიშნავდა. შედეგად, ალექსანდრე უმეტესწილად საკუთარ თავთან განმარტოებული სვამდა, ან კიდევ პირადი დაცვის უფროსთან – პეტრე ჩერევინთან ერთად, რომელიც დროთა განმავლობაში მონარქის გასაიდუმლოებულ თანამეინახედ იქცა. იმისათვის, რომ თანამეინახე წყვილს საიდუმლო დაეცვა, ისინი სპეციალურად აკერინებდნენ ისეთ ფართო ყელიან ჩექმებს, რომლებშიაც შეუმჩნევლად თავსდებოდა ნახევარი ლიტრის მოცულობის ბოთლი.
ალექსანდრე კი ცდილობდა ცოლისათვის თავი ფხიზლად მოეჩვენებინა, მაგრამ ხშირად ეს არ გამოსდიოდა, თავისივე ერთი უცნაური საქციელის გამო. საქციელისა, რომელიც რუს მონარქს სიმთვრალეში ახასიათებდა: დაწვებოდა ხოლმე იატაკზე და ფეხების გამოყენებით ცდილობდა ყველას დაჭერას, ვინც მის სიახლოვეს აღმოჩნდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრეს ერთგული თანამეინახე – პეტრე ჩერევინი