აშშ-ის პრეზიდენტები – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებულ შტატებს, თავისი არსებობის არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში – 46 პრეზიდენტი განაგებდა. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა პროტესტანტიზმის სხვადასხვა მიმდინარეობის მიმდევარი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება, რომ დღევანდელი აშშ-ის პირველი პირი – ჯო ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, ვინაც რელიგიურად, კათოლიკე გახლავთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნულ ქვეყანაში – 70 მილიონი კათოლიკე ცხოვრობს და ეს რელიგიური მიმდინარეობა დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე – „ეპისკოპალურ ეკლესიას” გააჩნია (ანგლიკანური ეკლესიის ერთ-ერთი ნაწილი) – 11 პრეზიდენტი. და ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობა კათოლიციზმისგან განსხვავებით, დიდი პოპულარობით ქვეყანაში არ სარგებლობს. დღეის მდგომარეობით, აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესია 2 მილიონამდე ადამიანს ითვლის.
გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის პოსტი სხვადასხვა პერიოდებში ეკავა 8 ისეთ პერსონას, რომლებიც პრესვიტერიანობის მიმდევარნი გახლდნენ; 4 პრეზიდენტი – ბაპტისტური ეკლესიის წევრებს წარმოადგენდნენ; 4 კიდევ უნიტარული (რელიგიური ლიბერალიზმის) მიმდევარი იყო და ასე შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)