ედგარ ალან პო – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი და პოეტი – ედგარ ალან პო (1809-1849 წლები), სიყმაწვილის ჟამს ხშირად იყო შეყვარებული თანატოლ რიჩმონდელ გოგონებზე. თუმცა ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც მისი სიყვარულის წყაროს მასზე გაცილებით ასაკოვანი ქალბატონი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სწორედ ამ უკანასკნელს ჰყვარობდა სიყმაწვილის წლებში ყველაზე მეტად მომავალი ფრანგი ლიტერატორი. ქალის სახელი და გვარი გახლდათ – ჯეინ სთიტ სტენარდი. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ედგარ ალან პო უახლოეს მეგობრად ქცეული თანაკლასელის დედასა და ცნობილი რიჩმონდელი მოსამართლის – რობერტ სტენარდის მეუღლეზე იყო თავდავიწყებით შეყვარებული. ცნობილია ისიც, რომ მის რჩეულ ქალს დაქალური ურთიერთობა აკავშირებდა მისივე დედასთან – ელისაბედთანაც.
მისის სტენარდი იმ დროს გარდაიცვალა, როცა ედგარი 15 წლის ასაკში იმყოფებოდა. ჯეინის გარდაცვალებამ პო სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. რამდენიმე ხანში მან ახლობელთა წრეში განაცხადა, რომ ლექსი, სახელწოდებით – „ელენა” მიუძღვნა თავისი მეგობრის ახლად გარდაცვლილ დედას. აღნიშნული ლექსის ერთ-ერთ სტრიქონში ავტორმა ნათლად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ჯეინისადმი, როცა მას „თავისი სულის პირველი და სუფთა იდეალი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯეინ სტენარდი