მენელიკ II – „ეპიზოდი”

„მეფეთა მეფედ” წოდებული ეთიოპიის იმპერატორი - მენელიკ II (1844-1913 წლები), ვინაც ადის-აბება ქვეყნის დედაქალაქად აქცია თავის დროზე, განსაკუთრებით მოიხიბლა სიკვდილით დასჯის ისეთი ინოვაციური მოწყობილობით, როგორიც გახლდათ მაშინ – „ელექტრო სკამი”. (ავტორი გენია.ჯი) მისი მოწონება ამ ავადსახსენებელი მოწყობილობისადმი იმდენად დიდი იყო, რომ მონარქმა პირადი შეკვეთის საფუძველზე სამი ეგზემპლარი „ელექტრო-სკამი” მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მენელიკის მძაფრი სურვილი გახლდა, რომ ამიერიდან ეთიოპიაში სიკვდილმისჯილები „ელექტრო-სკამის” გამოყენებით გაესტუმრებინათ იმიერში. მისდა სამწუხაროდ, ეთიოპიის იმპერატორი ისე აღესრულა, რომ „ელექტრო სკამის” დანიშნულებისამებრ გამოყენებას ქვეყანაში ვერა და ვერ მოესწრო. ამის მიზეზი კი ერთ უბრალო გარემოებაში მდგომარეობდა: იმ პერიოდის ეთიოპიაში ელექროობა საერთოდ არ არსებობდა. – (ავტორი გენია.ჯი)

ელექტრო-სკამი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>