„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ნეტავ, ისეთი დრო დადგებოდეს, ქართველ კაცს იმაზე კი არ დაეჩივლოს, ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოო, არამედ სიმაყით წარმოეთქვას, ივერთა მხარე ასეთი დიდი არასოდეს ყოფილაო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქვეყნად თურმე ცარიელ მუცელზე მძიმე არაფერია!”

* * *

„არის ჭრილობები, რომლებიც არასოდეს ხორცდებიან, არასოდეს იკურნებიან!”

* * *

„თურმე ადამიანი მაშინ აფასებს დედაენას, როცა თვისთომთ მოწყვეტილია!”

* * *

„კაცმა რომ თქვას, რა სიმამაცეა, სიკვდილისა არ გეშინოდეს?! მგონი, არც ისაა სიმხდალე, სიცოცხლე რომ გწყუროდეს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მეგობრის იმედი მუხლში ძალას აძლევს კაცს”.

* * *

„ომი საბრძოლო იარაღის მსხვერპლსაც მოითხოვს!”

* * *

„მშიერს ყველაზე დიდი თვალები აქვს”.

* * *

„ადამიანი ზოგჯერ ისეთ გარემოებაში ვარდება, საკუთარი სიცოცხლის მეტი არაფერი ახსოვს!”

* * *

„ცხოვრებაში არ არის წესი და კანონი უგამონაკლისოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>