„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ჯერ კაცი არ მინახავს, ღმერთს ემდუროდეს, უჭკუო ან სულელი რად გამაჩინეო!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სადაც გულწრფელი სიყვარულია, იქ ნდობაცაა!”

* * *

„გულგრილობა ძნელად გასაკურნი სნეულებაა. იგი ყველა ადამიანშია მეტ-ნაკლებად მოკალათებული, თითოეულ ჩვენგანს კი ჰგონია, ამ სენით მხოლოდ სხვაა დაავადებული”.

* * *

„თუ კაცს ქალი უყვარს, მისთვის ყოველთვის მოიცლის”.

* * *

„ცხოვრებაში რაღაც კარგიც არის. თუ არის შხამი, არის შხამსაწინააღმდეგო საშუალებაც”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საწყალი კაცი ღმერთს ნატვრაშიც არ უქნია!”

* * *

„ქალის თვალები, ისევე როგორც თვით ქალები, მაცდურები არიან”.

* * *

„მარტო სურვილს საქმისათვის არასოდეს უშველია”.

* * *

„ერიჰა, თურმე რამდენი სიფრთხილე ყოფილა საჭირო წუთისოფლის გზაზე?!”

* * *

„არ შეიძლება ადამიანს არავითარი მორალური კანონები არ ჰქონდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება