გაბრიელ გარსია მარკესი – „ეპიზოდი”
ნობელიანტი კოლუმბიელი მწერლის – გაბრიელ გარსია მარკესის მამა – გაბრიელ ელიხიო გარსია (1901-1984 წლები), თავის დროზე არამც და არამც არ მოსიდოდა სასიძოდ თვალში – ნიკოლას იგუარანს, ანუ სასიმამროს (შემდგომში ლიტერატორის ბაბუას). შედეგად, იგი თავის უმცროს ქალიშვილს – ლუიზას (მარკესის დედას) კატეგორიულად უკრძალავდა მასთან ელემენტალურ ურთიერთობასაც კი, დაოჯახებაზე რომ არაფერი ვთქვათ. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, ნიკოლასი გაბრიელ ელიხიოს მტრობდა კიდეც გარკვეულწილად.
მიუხედავად ასეთი დაძაბული ურთიერთობისა, მიზანდასახული „რომეო” მაინც ყოველ ღამით მიდიოდა სატრფოს სახლთან და მის ფანჯარასთან მთელი ხმით გამღეროდა – სერენადას. ეს გარემოება ნიკოლას განსაკუთრებით აცოფებდა. ამიტომაც იყო ერთ ღამეს თოფი რომ ესროლა ფანჯრიდან აბეზარ სასიძოს. საბედნიეროდ, გაბრიელ ელიხიო გაავებული სასიმამროს მიერ ნასროლ ტყვიას უვნებელი გადაურჩა.
მისი ღამის სერენადები, რომელთა შესრულების ოსტატობით მართლაც რომ ვერ დაიტრაბახებდა იგი, ნიკოლასის მეზობლებს ერთობ აღიზიანებდა. შეყვარებული ჭაბუკი მათ ღამით ძილის საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც ხშირად ხდებოდა აგრესიის მსხვერპლი სატრფოს სამეზობლოს მხრიდან. თუმცა, არც ეს გარემოება უშლიდა თავდავიწყებით შეყვარებულ ვაჟს ხელს, ისევ და ისევ გაეგრძელებინა სერენადების სიმღერა ყოველ ღამით ლუიზას სარკმელთან. იმისათვის, რომ ქუჩაში ღამით მყუდროებას დაესადგურებინა, მეზობლები ნიკოლასს ემუდარებოდნენ, ბოლოს და ბოლოს, მიეთხოვებინა თავისი ქალიშვილი გაბრიელ ელიხიოსათვის. ვაჟისთვის, რომელმაც ასე მოაბეზრა მათ თავი.
ნიკოლასი, ეს პოლკოვნიკი კაცი, როგორც იქნა, საბედნიეროდ – დანებდა… სწორედ რომ მისმა დანებებამ განაპირობა შემდგომში მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის – გაბრიელ გარსია მარკესის მოვლინება ამქვეყნად. – (ავტორი გენია.ჯი)
გაბრიელ ელიხიო გარსია (მარკესის მამა)
გაბრიელ გარსია მარკესი და მისი მშობლები