ივანე კრილოვი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი მეიგავე – ივანე კრილოვი (1769-1844 წლები), ვინაც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა მახვილგონიერებას, თავის ლიტერატურულ შემოქმედებას ყოველთვის კრიტიკულად აფასებდა. (ავტორი გენია.ჯი) მას არ სჯეროდა, როცა კალმის ძალას უქებდნენ, რადგან ბუნებით უკიდურესად თვითკრიტიკული გახლდათ. ამის დასტურად ერთი პატარა ფაქტიც გამოდგება:
ერთხელ კოლეგა მწერალმა – პეტრე ოლენინმა იგავთმწერალს გულწრფელად უთხრა – „არც ერთი ლიტერატორი არ სარგებლობს ისეთი დიდი პოპულარობით რუსეთში, როგორც თქვენ. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღეისათვის თქვენი იგავების ათზე მეტი გამოცემა არსებობს ქვეყანაშიო”. – „რა არის აქ გასაკვირი, ჩემს იგავებს ხომ უპირატესად ბავშვები კითხულობენ. ისინი კი მოგეხსენებათ, ისეთი ხალხია, რომლებიც ყველაფერს ანადგურებენ, რაც ხელში მოხვდებათ. ამიტომაც გამოდის ჩემი იგავები ასეთი ხშირი ინტენსივობითო”. – საპასუხოდ მიუგო კრილოვმა. – (ავტორი გენია.ჯი)