მარგარეტ ტეტჩერი – „ეპიზოდი”
„რკინის ლედი” – გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში ლეგენდად ქცეულ პრემიერ-მინისტრ ქალს – ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერს (1925-2013 წლები), პირველად რუსმა სამხედრო ჟურნალისტმა – იური გავრილოვმა უწოდა 1979 წლის 24 იანვრის გაზეთ – „კრასნაია ზვეზდაში” (წითელ ვარსკვლავში) გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ ჯერ კიდევ არ იყო იგი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ხელისუფალი. ბევრის მეტყველია ის ფაქტი, რომ თავის წინასაარჩევნო ლოზუნგში ტეტჩერმა სწორედ გავრილოვის სიტყვები გამოიყენა: „ბრიტანეთს რკინის ლედი სჭირდება!” – როგორც აღმოჩნდა, მარგარეტი სულაც არ იყო წინააღმდეგი იგი „რკინის ლედად” მოეხსენებინათ.
ხანგრძლივი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ტეტჩერი 6-ჯერ სტუმრობდა საბჭოთა კავშირს. ქვეყანას, სადაც მისი ეგზომ ცნობილი თიკუნი იშვა. „წითელ იმპერიას” მარგარეტი ორჯერ სხვადასხვა დროს იმ მოტივით ეწვია, რომ უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა ორი საბჭოთა გენსეკი – იური ანდროპოვი და კონსტანტინე ჩერნენკო. აი, ლეონიდ ბრეჟნევის დაკრძალვაზე ჩასვლა კი არ ინება. ის კი არადა, მანამდე „რკინის ლედიმ” კატეგორიული უარი განაცხადა 75 წლის შესრულება მოელოცა ბრეჟნევისათვის. ყოველივე ამის მიზეზი, ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლა გახლდათ. ეს პოლიტიკური აქტი ტეტჩერს საბჭოთა გენსეკისათვის არასოდეს უპატიებია.
პრემიერობიდან წასვლის შემდგომ მარგარეტი კიდევ ესტუმრა ორჯერ მოსკოვს. თუმცა მაშინ, საბჭოთა კავშირს ჩაილულის წყალი ჰქონდა უკვე დალეული. – (ავტორი გენია.ჯი)