პოლ გოგენი – „ეპიზოდი”
სკანდალურად ცნობილი დიდი ფრანგი მხატვარი – ედუარ მანე, ვის სახელთანაც არის დაკავშირებული იმპრესიონიზმის ფუძემდებლობა სახვით ხელოვნებაში, 16 წლით უფროსი გახლდათ გენიალურ თანამემამულე კოლეგაზე – პოლ გოგენზე (1848-1903 წლები). (ავტორი გენია.ჯი) გოგენზე, ვისთვისაც კერპად ქცეულიყო იგი. თავდაპირველად, პოლი ბირჟაზე იყო დასაქმებული და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მხოლოდ კვირა-დღეობით თუ ახერხებდა ხატვას. იმ პერიოდში სახვითი ხელოვნებით გატაცებულს კარგი შემოსავალი გააჩნდა და ისიც სათანადოდ მოიხმარდა მას: შემოსავლის ნახევარს (15 000 ფრანკს) ოჯახს ახმარდა, ნახევარს კი იმაში ხარჯავდა, რომ ყიდულობდა მანეს, პისაროს, სისლეის ნახატებს.
ქორწილის დღეს საკუთარი მეუღლის პორტრეტის დამხატავმა გოგენმა საკუთარი შემოქმედება მისთვის კერპად ქცეულ – ედუარ მანეს გააცნო. ამ უკანასკნელმა მისი ნახატები მოიწონა. „ – რას ამბობთ, გაიკვირვა გოგენმა, – მე მხოლოდ მოყვარული ვარ”. „არა, მოყვარულები არ არსებობენ. ისინი მხოლოდ ცუდად ხატავენო”, – უპასუხია მაშინ ედუარს.
ამბობენ, მანეს შექება მეგობრების წვალების მოყვარულ გოგენს ჭაჭის არაყივით თავში აუვარდა და მას მერე აღარც გამოფხიზლებულაო. – (ავტორი გენია.ჯი)
ედუარ მანე