ემილი ბრონტეს შესახებ…

დებ ბრონტეებს როდესაც ვახსენებთ, პირველ რიგში ალბათ მაინც „ჯეინ ეარის” სახელოვანი ინგლისელი ავტორი, სამი დიდან უფროსი და – შარლოტა მოგვაგონდება. (ავტორი გენია.ჯი) თუმცაღა, არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ლიტერატურულ სამყაროში დები ბრონტეების შუათანა დაც – ემილი ჯეინ ბრონტე (1818-1848 წლები). თანამედროვეთა გადმოცემით, ემილი ერთობ გულჩათხრობილი, უტყვი, მელანქოლიური, პესიმისტური და მისტიციზმისაკენ მიდრეკილი პიროვნება ყოფილა. იგი ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლას ყოველთვის გაურბოდა. ამავე მიზეზით, ძალიან იშვიათად გადიოდა სახლიდანაც; არ ჰყოლია არც ერთი მეგობარი. ყველაზე ახლო ურთიერთობა ვისთანაც აკავშირებდა, მისივე უმცროსი და – ენი გახლდათ.

ამბობენ იმასაც, რომ ემილის სასტიკი ბუნებაც ახასიათებდაო. ერთხელ მისთვის მეზობლის ძაღლს უკბენია, ის კი ამდგარა და, ძაღლის ნაკბენ ღრმა ნაჭრილოვევზე სისხლის შეეწყვიტის მიზნით, არც კი დაფიქრებულა, ისე დაუდია ნაკვერჩხლისაგან გავარვარებული უთო.

მამის მსგავსად, ბრონტეების სამივე და ლექსებსაც წერდა. თუმცა, მათგან ყველაზე კარგ ლექსებს მაინც ემილი თხზავდაო, ირწმუნებიან. ცნობილია, რომ გოგონამ საკუთარ ძმასთან ერთად ლექსების კრებული გამოაქვეყნა, ფსევდონიმით „ელის ბელი”, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა მკითხველში. ის კი არადა, ემილი ბრონტეს პოეზიით იმდენად იყვნენ ინგლისში აღფრთოვანებული ერთი პერიოდის განმავლობაში, რომ მას ჯორჯ ბაირონსა და უილიამ ბლეიკსაც კი უტოლებდნენ.

გარდა ამისა, ემილი შესანიშნავად ფლობდა ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნებასაც (რამდენიმე ხნის განმავლობაში „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ავტორი მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა).

ემილი ჯეინ ბრონტე ისე გარდაიცვალა, რომ არც ქორწინებაში ყოფილა არასოდეს და არც შვილი დაუტოვებია ამქვეყნად. იგი თავისი ძმის დაკრძალვაზე გაცივდა და დაავადდა. მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა… მწერალმა ქალმა თავისი ღრმა რელიგიური შეხედულებების გამო უარი განაცხადა მკურნალობაზე და ყველაფერი ღმერთის ნებას მიანდო…

დები ბრონტეების მამამ – პატრიკ ბრონტემ თავის შვილებზე დიდხანს იცოცხლა, თუმცა მისდა სამწუხაროდ, არც ერთი მათგანისაგან შთამომავალი (შვილიშვილი) არ დარჩენია. – (ავტორი გენია.ჯი)

დები ბრონტეები (ენი, ემილი და შარლოტა)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>