ფრანც კაფკა – „ეპიზოდი”

გენიალურ გერმანულენოვან ბოჰემიელ ლიტერატორს – ფრანც კაფკას (1883-1924 წლები), ამ არაორდინარულ კაცს, ვისაც იმთავითვე უზომოდ უყვარდა დედა და საშინლად სძულდა მამა, სიყმაწვილიდანვე ტანჯავდა მრავალრიცხოვანი ფობიები, კომპლექსები, იპოქონდრია და ნერვოზი. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, გამუდმებით ცდილობდა იგი, როგორმე გამკლავებოდა მათ. თუმცა – უშედეგოდ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნულ დაავადებებს მოგვიანებით დაემატა შაკიკი, უძილობა და სხვა ქრონიკული დაავადებები.

ერთ-ერთი კომპლექსი, რომელიც ლიტერატორს საშინელ დისკომფორტს უქმნიდა, თავისი მაღალი სიმაღლე და ზოგადად, საკუთარი გარეგნობა იყო. მორცხვი, თავის თავში ჩაკეტილი და დაკომპლექსებული კაფკა, ვინაც საერთოდ არ იყო დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, მიუხედავად უამრავი დაავადებისა, მაინც მაქსიმალურად ცდილობდა ჯანმრთელი ცხოვრების წესით ეცხოვრა: დაკავებული იყო ტანვარჯიშით, ცურვით… ხშირად სეირნობდა ველოსიპედით, დგებოდა თხილამურებზე… არ სვამდა ყავას, არ მოიხმარდა სპირტიან სასმელებსა და თამბაქოს, არ იკვებებოდა ხორცეული პროდუქტით. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩეხი მწერალი ყოველმხრივ ერიდებოდა ჩვეულებრივი ადამიანისათვის დამახასიათებელ რიგ მავნე ჩვევებს. სამწუხაროდ, უამრავი სენით დაუძლურებული კაფკას ორგანიზმი მაინც ვერ გაუმკლავდა ავადმყოფობას. იგი 1924 წლის 3 ივნის გარდაიცვალა. თავის ორმოცდამეერთე დაბადების დღემდე ერთიოდე თვით ადრე. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>