ტარიელ ჭანტურია – „ხმა სამარიდან”

ჩემი სამარის მწვანე ხავერდო,

მოწყენილი ვარ, როგორ გავერთო,

ვერ მოვუჩეჩე თმები კოინდარს,

ხმა ვერ შევუწყვე წყაროს კამერტონს.

* * *

გამომეღვიძა წეღან ხმაურზე

და იმის მერე მცივა… ვერ ვთბები:

ჩემს გამხმარ ტვიას წყალი დაუსხეს

და საყელოში ჩამდის წვეთები…

 

კომენტარის დატოვება