ტარიელ ჭანტურია წერდა…
„ყველა მეტია, ვინც დამეტოლა…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დედა დედაა – ეს სულ ერთია, ცოცხალი გიცდის თუ დამარხული”.
* * *
„მტერი ის არის, ძამიკო, ვინც ენას ენით შეგიცვლის!”
* * *
„დრო გვჭამს ყველას – დრო, დრო, დრო გვლევს”.
* * *
„მე რა ვარ ჩემი სამშობლოსათვის! – მტვერი უბრალო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართლაც რომ დაუჯერებელია! – წამებას ჩვენსას ღმერთიც ვერ მოთვლის!”
* * *
„ღარიბი კაცი ცოდვაა”.
* * *
„შეიძლებოდეს ნეტავი მართლა, ადამიანს გაეცვალოს ადამიანი – მე გავხდე იგი, ანდა პირიქით, თუნდაც დროებით, – ერთის ღამით, ან სულაც – წამით. რათა ვიგემოთ სხვისი ტანჯვა, სხვისი წამება, ასე იოლი რომ გვეჩვენება, ნეტავი მართლა შეიძლებოდეს, ადამიანს გაეცვალოს ადამიანი!”
* * *
„მშვიდობის ღირსია ყველა, ვისაც სურს იგი”.
* * *
„ო, დაგვიბრუნეთ! დაგვიბრუნეთ მიწა ქართული!” – (ავტორი გენია.ჯი)