“რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ” – (რეალური ისტორია)
“რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ” – ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი ის დიდებული პოემაა,რომელმაც ქართველ ხალხში იმთავითვე დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა.მისი დაწერა დასრულებულ იქნა 1860 წლის 11 დეკემბერს,ილიას პეტერბურგში ყოფნის პერიოდში.პირველად,პოემის რამდენიმე ნაწილი გამოქვეყნდა 1863 წელს ჟურნალ – “საქართველოს მოამბეში”,ხოლო სრული სახით მკითხველი მას გაეცნო 1879 წელს,ჟურნალ “ივერიის” ფურცლებზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პოემის შექმნის ისტორია,მართლაც საგულისხმოა და ალბათ ინტერესმოკლებული არ იქნება ჩვენი მკითხველისათვის.განსაკუთრებით საგულისხმო ფაქტებს კი,პოემის დაწერის შესახებ თავის მოგონებებში გადმოგვცემს,ილიას ახლო ნათესავი,ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – კონსტანტინე აფხაზი (1867-1923 წლები):
“რაც შეეხება ილიას შემოქმედებას და მისი ნაწარმოებების ისტორიას,მე მხოლოდ “კაკო ყაჩაღის” შესახებ მახსოვს კარგად,რომ კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. (ავტორი გენია.ჯი) კაკო გახლდათ ერთი კარდენახელი გლეხი,ვინმე გაუხარაშვილი,რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გავარდა.იმალებოდა ალაზნის (კარდანახის) ტყეში… ერთხელ ილია სწორედ იმ გზით მოდიოდა ჩვენსა,კარდენახში,თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი.უცბათ ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია,გამოუკითხავს ვინაობა და მოგზაურობის მიზანი.რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი,უკითხავს: ჭავჭავაძეს კარდანახში რა უნდაო.ბიჭს აუხსნია,რომ კარდანახში თავის ნათესავ აფხაზთან მიდისო.მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია და ილია მიუწვევია ბინაზე.კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც.ასე რომ,ილია როდესაც ჩვენსა მოვიდა,ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით: “დამაძინეთ,დამაძინეთო!” მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი,ხოლო დაუმატა,რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს წყევლის და აგინებსო”. (ავტორი გენია.ჯი)