რაჯ კაპური – „ეპიზოდი”
„ინდური კინოს უდიდეს შოუმენად” წოდებულმა ინდოელმა მსახიობმა და რეჟისორმა – რანბირ რაჯ კაპურმა (1924-1988 წლები), თავისი შემოქმედების გვირგვინად ქცეული კინოფილმი – „მაწანწალა”, 1951 წელს გადაიღო. აღნიშნული დრამის გადაღებაში მან არა მხოლოდ რეჟისორის ფუნქცია შეითავსა, არამედ მთავარი გმირის სახეც თავად განასახიერა დიდებულად. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება, რომ „მაწანწალა”-ში მონაწილეობა მიღებული აქვს რაჯ კაპურის ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლებს. კერძოდ, რეჟისორმა ფილმში საკუთარი პერსონის გარდა ჩართო თავისი ძმა – შაში, მამა – პრიტჰვირაჯა და ბაბუა – დივანა ბაშვარნატა. ეს უკანასკნელი, ცნობისათვის, მოსამართლის როლს ასრულებს „მაწანწალა”-ში.
მოგვიანებით, ანალოგიური აქტი კინოინდუსტრიაში განახორციელა რაჯ კაპურის კინორეჟისორმა ვაჟმა – რანდჰირ კაპურმაც. მის მიერ გადაღებულ კინოფილმში – „დროის მდინარე”, რანდჰირის გარდა მონაწილეობა მიღებული აქვს თავის ძმას – რაჯ კაპურსა და მამას – პრიტჰვირაჯას. – (ავტორი გენია.ჯი)