რობერტ შუმანი – „ეპიზოდი”

რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი – ალექსანდრე რობერტ შუმანი (1810-1856 წლები), წიგნის გამომცემლის მრავალშვილიან ოჯახში მოევლინა ქვეყნიერებას გერმანულ ქალაქ ცვიკაუში. (ავტორი გენია.ჯი) სულ მხატვარს სამი ძმა და ერთი და – ემილია ჰყავდა. ეს უკანასკნელი იმთავითვე ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა. თავად რობერტს 23 წლის ასაკამდე არანაირი ფსიქიკური პრობლემები არ აწუხებდა და აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. აი, 23 წლის შემდეგ კი საშინელი და რეგულარული დეპრესიები დაეწყო. მისი მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ შუმანმა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა. სამწუხაროდ, დროის გასვლასთან შიზოფრენია უფრო და უფრო იპყრობდა მუსიკოსის ნათელ გონებას. იგი ირწმუნებოდა, რომ მუსიკალურ ნაწარმოებებს მას ამიერს გამოთხოვებული ბეთჰოვენისა და მენდელსონის სულები კარნახობდნენ. ფსიქიკური შეტევების დროს შუმანმა არაერთხელ სცადა სუიციდის ჩადენა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ (1850 წელი), კომპოზიტორი იძულების წესით მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ამჯერად – სამუდამოდ. მან კლინიკაში თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 6 წელი დაჰყო და ისე გარდაიცვალა, ნორმალურ გონებაზე არც ერთხელ არ მოსულა. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>